სამარხვო საცივი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მოაცალეთ წიწაკებს თესლი, გაჭერით შუაზე და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხელ რგოლებად. მოასხით ზეთი საცხობ ლანგარს, გაანაწილეთ მასზე წიწაკისა და ხახვის ნაჭრები, შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.
ამასობაში, ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.
გადაიტანეთ შემწვარი ხახვი და წიწაკა ტაფაზე, მოასხით ნიგვზიანი მასა, დადგით გაზზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მირთმევამდე რამდენიმე საათით გააცივეთ.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
