მწვანე ლობიო ნიგვზით
ინგრედიენტები:
- მწვანე ლობიო - 500გრ.
- გატარებული ნიგოზი - 100 გრ.
- მწვანილები: ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი - 100 გრ.
- 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ, გარეცხეთ და დაასხით ცივი წყალი, ისე რომ კარგად დაიფაროს.
მოსახარშად დადგით საშუალო ცეცხლზე.
თუკი ხარშვის დროს ერთ ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ, ლობიო სიმწვანეს შეინარჩუნებს.
კარგად მოხარშული და გაციებული ლობიო გაწურეთ და ჩაყარეთ ჯამში.
შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, რეჰანი, დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ნიგოზი და კარგად აურიეთ.
ბოლოს დაამატეთ მარილი, დაფქული წითელი წიწაკა და ძმარი - ეს ყველაფერი თქვენი გემოვნებით.
მომზადებულ მასას მიეცით სასურველი ფორმა და უგემრიელესი კერძი მზად არის.
სიახლეები
- პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
- წყალტუბოში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს
- 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს დაამატონ: „მე ვარ იდიოტი“- მიხეილ საკაშვილი
