ოსპის წვნიანი
ინგრედიენტები:
- წითელი ოსპი - 200-250 გრ
- სტაფილო - 1 ცალი
- კარტოფილი - 1 ცალი (დიდი ზომის)
- კანგაცლილი პომიდორი - 2 ცალი
- ხახვი - 1 თავი
- წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი, მოზრდილი
- ბრინჯი - 1 ს.კ.
- ტომატპასტა - 1 ს.კ.
- ხმალი პიტნა - 2 ჩ.კ
- პაპრიკა - ½ ჩ.კ.
- ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.
- გემოვნებით მარილი
- ლიმონი - სუფრასთან მისატანად
მომზადების წესი:
უნდა მოხარშოთ ყველაფერი ერთად:
წითელი ოსპი გარეცხეთ და მოზრდილ ქვაბში ჩაყარეთ ( გაითვალისწინეთ, რომ მოიმატებს მოცულობაში);
ხახვი წვრილად დაჭერით, ხოლო სტაფილო, კარტოფილი და კანგაცლილი პომიდორი - პატარა კუბებად.
შემდეგ ეს დაჭრილი ბოსტნეული და ბრინჯი ქვაბში დააყარეთ ოსპს, დაასხით, დაახლოებით, 2 ლ. წყალი და დადგით მოსახარშად.
წყალი ადუღებამდე რომ მივა, ქაფი მოხადეთ და ცეცხლს დაუწიეთ. დაახლოებით 20-25 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.
როცა მოიხარშება (კარტოფილით მიხვდებით, რადგან ოსპი ძალიან მალე იხარშება), ქვაბშივე დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით (შეგიძლიათ, გააგრილოთ ან ცხელი დააბლენდეროთ).
შემდეგი ნაბიჯი - გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი (კარაქიც შეგიძლიათ), დაამატეთ ხმელი პიტნა, პაპრიკა და ტომატ-პასტა. ეს ყველაფერი კარგად რომ მოიშუშოს, გასათხელებლად დაასხით, დაახლოებით 2-3 ს. კოვზი დაბლენდერებული მასა. 2-3 წუთი მოშუშვა საკმარისია.
შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ.
სულ ეს არის!
- ოსპის წვნიანთან ერთად, სუფრასთან მიიტანეთ ლიმონი.
- შეგიძლიათ ხმელი პიტნა ზემოდანაც მოაყაროთ.
- ვისაც უფრო ცხარე მოსწონს, შეუძლია ცოტაოდენი წითელი ცხარე წიწაკა დაამატოს.
სიახლეები
- როგორ უნდა მოვიქცეთ თუ კრაზანამ გვიკბინა – ექიმის რჩევა
- თბილისში პოლონეთის სამი მოქალაქე დაჭრეს
- პოლიციამ დააკავა პირები, რომლებმაც თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე
- კუჭმაჭი
- “შესაძლოა, მათ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის – ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი” - კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებზე