სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- ყვავილოვანი კომბოსტო - 650 გრ.
- შვრიის ფანტელი - 120 გრ.
- ხახვი - 1 ცალი,
- საფანელი - 5 ს.კ.
- ფქვილი - 30გრ
- წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
- ზეთი - 20 გრ.
მომზადების წესი:
ჩაყარეთ შვრიის ფანტელები ღრმა ჯამში, მდუღარე წყალი დაასხით და 35 წუთი ასე დატოვეთ.
ქორფა ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩაუშვით და 5-7 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო გადაიტანეთ თუშფალანფზე, რათა ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს. როცა სითხე ჩამოიწურება და კომბოსტოც გაგრილდება, წვრილად დაჭერით და ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი.
დამბალი შვრიის ფანტელს ზედმეტი სითხე მოაცილეთ და კომბოსტოსთან და ხახვთან ერთად ჯამში აურიეთ. ბოლოს დააყარეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და გატარებული მწვანილი.
მომზადებული მასა 15 წუთით დატოვეთ, შემდეგ კი სველი ხელით კატლეტები გამოიყვანეთ და საფანელში ამოავლეთ.
ტაფაზე ზეითუნის ზეთი დაასხით, კარგად გააცხელეთ და კატლეტები შეწვით.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
