შემწვარი გოგრა
ინგრედიენტები:
- გოგრა - 500-600 გრამი;
- ნიორი - 1 დიდი თავი;
- ლიმონი - ნახევარი;
- კამა ან ოხრახუში;
- მწვანე სალათი;
- მარილი;
- მზესუმზირას ზეთი - შესაწვავად.
მომზადების წესი:
გოგრა გაასუფთავეთ (თესლი და კანი მოაშორეთ) და დაჭერით პატარა ნაჭერბად;
ნიორი გაასუფთავეთ და თითო კბილი სიგრძეზე გაჭერით - 2-3 ნაჭრად;
გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ გოგრის ნაჭრები და საშუალო ცეცხლზე შეწვით 5-7 წუთის განმავლობაში;
შემდეგ დააყარეთ ნიორი, მარილი, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და გააგრძელეთ წვა საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად აკურატულად ამოურიეთ ხოლმე;
როგორც წესი, გოგრის შეწვას 25-30 წუთი სჭირდება, თუ ძალიან დიდ ნაჭერბად არ დაჭრით;
როცა გოგრა მზად იქნება, თეფშზე დააწყვეთ მწვანე სალათის ფურცლები, ზედ გადმოიღეთ შემწვარი გოგრა, მოაჭერით მწვანილი და დააწურეთ ლიმონი;
წყარო
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
