აჩმა
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ათქვიფეთ 5 კვერცხი და ჩაასხით 2 ჩ/ჭ წყალი. აურიეთ კარგად და დაუმატეთ დაახლოებით 1 ½ კგ ფქვილი, ან რამდენსაც შეიზელს. მოზილეთ მაგარი ცომი. გაყავით 8 თანაბარ ნაწილად.
ამასობაში, დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, შემოდგით ცეცხლზე და ჩააყარეთ 2 ს/კ მარილი.
ცომის პირველი და ბოლო ფენა შედარებით უფრო დიდზე უნდა გააბრტყელოთ. ძალიან თხლად გაბრტყელებული პირველი ფენა და ცხიმმოსმულ ლანგარზე დააფინეთ ისე, რომ ლანგრის კიდეებზეც გადმოეფინოს. წაუსვით მარგარინი.
გააბრტყელეთ თხლად მეორე ფენა და ჩააგდეთ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 2-3 წუთით, ამოიღეთ და ჯამში ჩასხმულ ცივ წყალში გადაიტანეთ, გააშალეთ და გააცივეთ. ხელით ან პატარა საწურით ამოიღეთ, გაწურეთ და გადააფინეთ მარგარინმოსმულ პირველ ფენას. ასე უნდა მომზადდეს 6 ფენა. პირველი და ბოლო მერვე ფენა მოუხარშავი უნდა იყოს. 8-ვე ფენას ზემოდან გადაუსვით მარგარინი. ყველი დაფშვენით და თანაბრად გაყავით. მოაყარეთ მარგარინწასმულ მე-4 და მე-5 ფენას.
როცა გამოსაცხობად გაამზადებთ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
აცხვეთ დაახლოებით 200 C-ზე 30 წუთით, ან თავზე კარგად გადაბრაწვამდე. ღუმელში ჯერ დაბლა შედგით, შემდეგ ცოტა მაღლა მოათავსეთ. გემრიელად მიირთვით.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
