ჩებურეკი - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რეცეპტი!
ინგრედიენტები:
ფქვილი - 3,5 ჭიქა
მდუღარე წყალი - 1 ჭიქა
კვერცხი - 1 ც.
კარაქი - 100 გ
ღორის ხორცი - 500 გ
ხახვი - 2-3 ც.
მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
1. კარაქი დაადნეთ, შემდეგ ცოტათი გააგრილეთ და ათქვიფეთ კვერცხთან.
2. ფქვილი გაცერით, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, დაამატეთ მდუღარე წყალი და ინტენსიურად ათქვიფეთ ჩანგლით ყველა ინგრედიენტი, შემდეგ დაამატეთ კარაქის ნარევი.
3. მოზილეთ ცომი, დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ ცოტა ხნით.
4. ხორცი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.
5. ცომს მოაგლიჯეთ საშუალო ზომის ნაჭრები, გააბრტყელეთ და მიეცით ლამბაქის ფორმა.
6. კვერის ცალ მხარეს დადეთ ცოტაოდენი ფარში და კარაქის პატარა ნაჭერი, დააფარეთ ცომის მეორე ნახევრით და შეაერთედ ბოლოები თითებით.
7. ჩებურეკი შეწვით ძლიერ ცეცხლზე ზეთის დიდ რაოდენობაში.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: gurmania.ge
სიახლეები
- თბილისში, საბურთალოზე ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრა
- “მადლობა რასა იუკნევიჩიანესა და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას” - მიხეილ სააკაშვილი
- “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება” - კახა კალაძე ენჯეოებზე
- “სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ყველანაირი ვადა და დადის დროშით, იძახის, პრეზიდენტი ვარო” - პაპუაშვილი
- “ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით” - ირაკლი კობახიძე