სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია.
2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ სამინისტროს ბაზრის კვლევა გამოცხადებული აქვს კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, „საგანმანათლებლო რესურსების“ დაკვეთით შესასყიდი ოდენობა უნდა იყოს 292 ათასი გოგონას პიჯაკი, 308 ათასი ბიჭის პიჯაკი, 438 ათასი გოგონას შარვალი, 616 ათასი ბიჭის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა და 1000 გრძელი ქვედაკაბა.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.
სიახლეები
- სამეგრელოს პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
- ,,თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს"- ნინო წილოსანი
- ,,ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი"- მეუფე იოანე
- ,,გთხოვთ, ვინმემ უთხარით პაპ ლეოს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანმა, სულ მცირე, 42 000 უდანაშაულო და სრულიად უიარაღო მომიტინგე მოკლა” – დონალდ ტრამპი
- ,, გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“- გურამ მაჭარაშვილი
