Financial Times - ვლადიმერ პუტინის ვადამდელ გადადგომაზე საუბარი ნაადრევია
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში («Financial Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "საუბარი ვლადიმერ პუტინის ვადამდელ გადადგომაზე ნაადრევია“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის მმართველობის პერსპქეტივაა განხილული (ავტორი - ჰენნრი ფოი, გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი).
როგორც პუბლიკლაციაში აღნიშნული, „ყოველი ავტორიტარული ლიდერის სამომავლო პერსპექტივა ხშირად ორი ვარიანტის სახით არის წარმოდგენილი: პირველი - სამოქალაქო ცხოვრებაზე გარანტირებულ უსაფრთხო გადასვლით, რომელშიც საკანონმდებლო დაცვაც არის გათვალისწინებული ან მეორე - სამისდღემშიო მმართველობით. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 2021 წლის იანვარში ხელისუფლებაში ყოფნის 21-ე წელიწადს აღნიშნავს, ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ მას აქვს შანსი პირველიც მიიღოს და მეორეც.
ბოლო ხანებში სულ უფრო გახშირდა ლაპარაკი - თითქოსდა კრემლის ბინადარი პოსტიდან მიდისო. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონი ყოფილი პრეზიდენტებისა და მათი ოჯახების იმუნიტეტის შესახებ გამოძიებასა და სასამართლო დევნასთან მიმართებით. თუმცა ამ კანონით გაჩენილ ხმებს - ნიშნავს თუ არა ეს ვლადიმერ პუტინის პენსიაზე გასვლას, ანეიტრალებს სათათბიროს მიერ მიღებული მეორე კანონი, რომელიც 68 წლის ვლადიმერ პუტინის მმართველობას ვადას კიდევ 12 წლით აგრძელებს 2024 წლის შემდეგაც.
როგორც რუსი პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინისათვის ბუნებრივია სწრაფვა საკანონმდებლო დაცვის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, ამ ახალი კანონს არავითარი კავშირი არ აქვს პრეზიდენტის პენსიაზე გასვლის გეგმებთან. „რისი თქმაც ჩვენ ახლა შეგვიძლია, ის არის, რომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ არ ვიცოდეთ და ვერ მივხვდეთ იმას, თუ იგი როდის გადადგება“, - აღნიშნავს ტატიანა სტანოვაია.
ორი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ გაზაფხულზე წარმოდგენილ კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც არის ჩადებული, ორმაგი შთაბეჭდილების განცდას იწვევს. რუსეთის ლიდერს მოსწონს ხოლმე ერთიდაიმავე მოვალეობის ორ ადამიანზე განაწილება, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ. იგი ხშირად ახდენს ამოცანების დელეგირებას ერთმანეთის კონკურენტ სამინისტროებზე და უწყებებზე. მისი ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მოქნილობას იმ შემთხვევისათვის, თუ ზოგიერთი პიროვნება ან რომელიმე ინიციატივა წარუმატებელი იქნება. გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა იმის გარანტიაც არის, რომ ქვეშევრდომები უფრო მეტად იქნებიან დაკავებულნი ერთმანეთთან ბრძოლით, ვიდრე „შეთქმულების მომზადებით“ უზენაესი მმართველის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სტატიაში.
„ორი კანონი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კრემლის მიღმა და კრემლში ყოფნის დროს იცავს, ზუსტად შეესაბამება მის ზემოთ ნახსენებ მიდგომებს. ანალიტიკოსების აზრით, ამჟამად, პირველთან შედარებით, მეორე ბერკეტით სარგებლობა უფრო ხელსაყრელია.
როგორც პრეზიდენტი, რომელმაც თავის ხელში სრულად მოიქცია პოლიტიკური ძალაუფლება, შემდეგ კი თავისი გეგმების შესაბამისად შექმნა კანონები, ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს, რომ მის ყოველ მემკვიდრეს შეუძლია იგივე გააკეთოს და ადვილად შეცვალოს მის მიერ მიღებული საკანონმდებლო გარანტიები. მას შეეძლო თავისი მემკვიდრე უფრო ადრე მოეძებნა, თუმცა არც დღესაა გვიან, თუ თვითონ მოისურვებს... ამასთან, მან იცის, რომ მისი არჩევანი შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს“, - ამბობს ტატიანა სტანოვაია.
სანამ ვლადიმერ პუტინი არ იპოვის ამ თავსატეხის ამოხსნის წესს, ლაპარაკი მის გადადგომაზე და პენსიის დანიშვნაზე ნაადრევია, მაგრამ ამ ეტაპზე სათადარიგო ვარიანტების არსებობა ზედმეტი მაინც არ იქნება“, - ასკვნის სტატიის ავტორი.
წყარო: https://www.ft.com/content/18cfbd71-df9e-4587-a410-d61acf92960d
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო