"არ ველოდებით, რომ ვირუსის ახალი სახეობა ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე გავლენას მოახდენს"
ვირუსები ხშირად განიცდის მუტაციას. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელმა მარია ვან კერკოვმა განაცხადა, რასაც „სიენენი“ ავრცელებს.
„ჯერჯერობით ვერ ვხედავთ დაავადების მიმდინარეობისას გამწვავებას ან კლინიკურ სურათს, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს. არ ველოდებით, რომ ეს რაიმე სახის გავლენას მოახდენს ვაქცინაზე ან ვაქცინაციაზე. როგორც კი გვეცოდინება უფრო მეტი რამ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა მარია ვან კერკოვმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი სახეობის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. ორგანიზაციის წარმოადგენლები ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად მუშაობენ.
ბრიტანეთში, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. ამის გამო, ქვეყნების უმეტესებამ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
