რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის მიერ „ნოვიჩოკით“ მისი მოწამვლის შესახებ გამოქვეყნებული ე.წ. გამოძიება უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით არის მომზადებული.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მიერ გამოქვეყნებული მასალა რუსეთის სპეცსამსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რომლის მომზადება უცხოეთის სპეცსამსახურების ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნავალნის სატელეფონო საუბრის ვიდეო, ფსბ-ს სავარაუდო ერთ-ერთ ოფიცერთან არის ყალბი. მანამდე, ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადამიანთან, რომელიც სავარაუდოდ ფსბ-ს საიდუმლო განყოფილების რვა ოფიცრიდან ერთ-ერთია და რომელიც სავარაუდოდ, მოწამვლის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
