ევროკავშირი - ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები
ევროკომისია ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებით უკიდურესად შეშფოთებულია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირანის მიერ გატარებული ზომები. ეს ქმედება ირანის მიერ ნაკისრ ბირთვულ ვალდებულებებს არღვევს და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, - აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ირანის ქმედებები სამწუხაროა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შევინარჩუნოთ,“- აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, 4 იანვარს ირანმა ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესი დაიწყო.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
