აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. „სიენენის“ ინფორმაციით, კონგრესმა დაადგინა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო.
ვერმონტის შტატის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს 270-ხმიანი ბარიერი გადაალახინა, რომელიც საჭიროა პრეზიდენტობის მოსაპოვებლად.
სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე.
„რესპუბლიკელებმა“, ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ ინიციატივები დებატების დაწყებამდე წარუმატებლად დასრულდა.
საბოლოო შედეგით, საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენმა 306 ხმა, დონალდ ტრამპმა კი, 232 მიიღო.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
