ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა
ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანი სემერუ ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:24 საათზე ამოიფრქვა.
ვულკანის კრატერიდან ამოსული კვამლისა და ფერფლის ფენა რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა.
კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა ხელისუფლება ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვულკანი შესაძლოა კიდევ გააქტიურდეს.
მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვულკანი სემერუ ბოლოს გასული წლის დეკემბერში ამოიფრქვა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
