აზერბაიჯანში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ
აზერბაიჯანში ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრებიან, სპეციალურ პასპორტებს მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პასპორტების გაცემის საკითხი ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2021-2022 წლების კოვიდ-19-ის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიაში", რომელიც დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი მოსახლეობის ვაქცინაციას ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით დღეიდან იწყებს. ქვეყანა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან, 1-ელი თებერვლიდან კი 65 წლის ზემოთ პირების ვაქცინაცია დაიწყება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
