იაპონიამ შესაბამისი შპრიცების ნაკლებობის გამო შესაძლოა, „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონობით დოზა დაკარგოს
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
„ფაიზერის“ ვაქცინის თითოეული ფლაკონი შეიცავს პრეპარატის ექვს დოზას. აღსანიშნავია, რომ სპეციალური შპრიცის გარეშე ფლაკონიდან მეექვსე დოზის ამოღება შეუძლებელია. როგორც იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა, ნორიჰისა ტამურამ განაცხადა, სტანდარტული შპრიცებით, რომლებიც იაპონიაში გამოიყენება, შეუძლებელია ფლაკონიდან ექვსივე დოზის ამოღება.
ამგვარად, იაპონიაში „ფაიზერის“ ვაქცინის თითოეული შეფუთვიდან მხოლოდ ხუთი დოზის გამოყენებას შეძლებენ. იაპონიის ხელისუფლებამ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის”ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც გეგმის მიხედვით, 72 მილიონი ადამიანის ასაცრელად უნდა ყოფილიყო საკმარისი, თუმცა სპეციალური შპრიცების ნაკლებობის გამო, შესაძლებელი იქნება 60 მილიონი მოქალაქის აცრა.
იაპონიის ხელისუფლება სამედიცინო მწარმოებლებს მოუწოდებს, გაზარდონ საჭირო შპრიცების წარმოება.
გამოცემა „გარდიანი“ აღნიშნავს, რომ სპეციალური შპრიცების ნაკლებობის პრობლემას, იაპონიის გარდა, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშიც წააწყდნენ.
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ვაქცინას სავარაუდოდ 15 თებერვალს დაამტკიცებენ, რის შემდეგაც 17 იანვარს იმუნიზაციის პროგრამა უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედიკოსებს ჩაუტარდებათ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
