ილონ მასკის თქმით, მას დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი სძინავს
კორპორაცია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიონერი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ მას დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 6 საათი სძინავს. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.
წარსულში ბიზნესმენი კვირაში 120 საათს მუშაობდა და ზოგჯერ საკუთარი ოფისის სკამზე ეძინა. თუმცა, როგორც მასკი აცხადებს არასრულფასოვანი ძილი ბევრ პრობლემას ქმნის, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით.
მილიონერი აცხადებს, ცდილობდა დრო მაქსიმალურად დაეზოგა და ძილის ხანგრძლივობა კიდევ უფრო შეემცირებინა, თუმცა როგორც იგი ინტერვიუში აღნიშნავს, 6 საათზე ნაკლები დროით გამოძინების შემთხვევაში მისი პროდუქტიულობაც ეცემა.
მასკის განცხადებით სამუშაოს ძალიან დიდ დროს უთმობს, ის შაბათ-კვირასაც მუშაობს და ოფისში ღამის 1-2 საათამდეც კი რჩება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
