მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერად ცნო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი ნავალნის საჩივარი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით და წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნავალნისთვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით კანონიერად ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის დრო, რაც ნავალნიმ შინაპატიმრობაში გაატარა და ამის გამო სასჯელის ვადა რამდენიმე კვირით შეუმცირდა.
"მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა, შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ნავალნის მიერ 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე შინაპატიმრობაში გატარებული დრო სასჯელის ვადას მოაკლდეს. სიმონოვსკის სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი უცვლელად რჩება და ნავალნის დაცვის საჩივარი არ კმაყოფილდება”, - აღნიშნულია მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს „ივ-როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ალექსეი ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კრემის კრიტიკოსი აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
