დასავლეთი პანდემიას არასასურველი მთავრობების დასასჯელად იყენებს - სერგეი ლავროვი
დასავლეთის რიგი ქვეყნები აგრძელებენ მავნე ზემოქმედების უგულვებელყოფას, რასაც პანდემიის ფონზე ადამიანის უფლებებზე დაწესებულ შეზღუდვები იწვევს და ამ შეზღუდვებს იმ მთავრობებზე ზეწოლისთვის იყენებენ, რომლებიც არ მოსწონთ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის შეხვედრაზე განაცხადა.
”დასავლეთის დედაქალაქები კვლავ ჯიუტად უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამას არამარტო ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებად მივიჩნევთ, არამედ იმის სურვილად, რომ პანდემია არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების განხორციელებისთვის გამოიყენონ,“- აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, პანდემიისა და კონსოლიდაციის აშკარა საჭიროების მიუხედავად, ”ზოგიერთ დასავლელ კოლეგას ჯერ კიდევ არ სურს გადახედოს საკუთარ ეგოისტურ პოლიტიკას” და უარი თქვას შანტაჟისა და ზეწოლის არალეგიტიმურ მეთოდებზე. "გაეროს გენერალური მდივნისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოწოდებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელი საკვების, მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებასა და შესაბამის ფინანსურ ოპერაციებზე ცალმხრივი სანქციების შეჩერების შესახებ უგულვებელყოფილია,“ -აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
