ქართველებმა რუსული სირენის ხმას ყურადღება არ უნდა მიაქციონ - Financial Times
ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ («Financial Times») აქვეყნებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ექს-თავმჯდომარის მადლენ მუნის მოკლე წერილს სათაურით „ქართველებმა რუსული სირენის ხმას ყურადღება არ უნდა მიაქციონ“, რომელშიც იგი თავის თვალსაზრისს გამოხატავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
გთავაზობთ ტექსტის შინაარსს:
„ინტერესით წავიკითხე თქვენი გაზეთის 19 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ჰენრი ფოის სტატია სათაურით „საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კრიზისის ფონზე თანამდებობას ტოვებს“. აქვე ვიტყვი, რომ მე საქართველოში ნამყოფი ვარ - ამ ქვეყანას 2019 წელს ვეწვიე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სტატუსით.
უეჭველია, რომ საქართველო დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ და ხშირად მტკივნეულ გზაზე ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება. ეს ძალზე ძნელი გზაა, რომელიც ჩვენ, დასავლეთში, შეიძლება ბოლომდე ობიექტურად ვერ შევაფასოთ: ეს ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლას, თავისუფალი პრესის დაშვებას, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას, თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უშიშროების ორგანოებზე.
რუსული სირენის სიგნალი სულ უფრო ხმამაღალი ხდება და მიმზიდველია მათთვის, ვისაც გამდიდრება სურს და არა ახალი საქართველოს აშენება.
საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი თავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი გახდა. იგი ისწრაფვის იპოვოს იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. დღეს დადგა დრო, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი ძალისხმევით ეძებოს საერთო გზა, საქართველოს მრავალრიცხოვანი მეგობრების აქტიური დახმარებით“, - ნათქვამია წერილში.
წყარო: https://www.ft.com/content/eff3089d-07e7-4ee6-9fcd-a1187947aee7
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო