თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო იქნება
თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო იქნება. შესაბამისი რეგულაცია 15 მარტიდან ამოქმედდება. ანკეტის შევსება კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა, რადგან თუ მოგზაურს ან მასთან კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაბამის პირთან დაკავშირება მოხდეს.
ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტის და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. თუ აღმოჩნდება, რომ ანკეტა არ არის შევსებული ან მოქალაქემ მცდარი ინფორმაცია მიუთითა, მაშინ მოგზაურს შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში გამგზავრებამდე „კოვიდ-19“-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა დაავალდებულა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
