კომპანია "ასტრაზენეკა" თრომბოზის განვითარების რისკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია "ასტრაზენეკა"აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირსა და ბრიტანეთში 17 მილიონი ადამიანი აიცრა, დაკვირვებამ და უსაფრთხოების ყველა მონაცემის ფრთხილად განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ვენის ღრმა თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფსა თუ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში არ დასტურდება.
კომპანია ასევე აცხადებს, რომ 17 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან მხოლოდ 15 ადამიანის დაუდასტურდა ვენის ღრმა თრომბოზი და 22 ადამიანს - ფილტვის ემბოლია, რაც ვერ იქნება დაკავშირებული ვაქცინის უკუჩვენებებთან, ვინაიდან მოსახლეობის ამ რაოდენობისთვის მსგავსი სიმპტომები ბუნებრივია.
მეტიც, კლინიკური ცდებით დადასტურდა, რომ თრომბოზული მოვლენების რაოდენობა მცირე იყო ვაქცინირებულ ჯგუფებში. არ არსებობს სისხლდენის მომატების მტკიცებულება.
ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოიტანეს. ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ რიგში იცრება სამედიცინო პერსონალი.
შეგახსენებთ, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის მოხმარება რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შეაჩერა. მიზეზად თრომბული მოვლენები დასახელდა. სწორედ ამ ეჭვებს უპასუხა კომპანიამ.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი