"ანაფილაქსიური შოკი იშვიათი შემთხვევაა და ვცდილობთ, მსგავსი შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ"

ანაფილაქსიის შემთხვევები, რაც არის ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე, დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მაგალითად, აშშ-ში. თუმცა ეს ძალიან იშვიათია, დაახლოებით 2-4 შემთხვევა მილიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა 

.

 

მისივე თქმით, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა.

 

„შესაძლოა, ეს შემთხვევა სხვა ვაქცინების გაკეთების დროსაც დაფიქსირდეს. აღნიშნული შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინაცია აუცილებლად ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის მედპერსონალი და ხელმისაწვდომია საჭირო მედიკამენტები, რათა დახმარება აღმოეჩინოს პირს, რომელსაც განუვითარდა ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, ამის მკურნალობა შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

 

ამასთან, როგორც სვამინათანი აცხადებს, აუცილებელია, რომ ყველა ვაქცინირებული დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყოს.

 

„მეორე საკითხია, რომ ყველა ვაქცინირებული იყოს დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ანაფილაქსიის ისტორია აქვთ. მათ მედიკოსების მხრიდან განსაკაუთრებული დაკვირვება სჭირდებათ. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შეტყობინება, რომ ეს არის ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა და რომ ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი შედეგები სიფრთხილის გამოჩენით. აცრის შემდეგ ადამიანები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ხელმისაწვდომია აუცილებელი მედიკამენტები იმ პირების სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია განუვითარდება. მნიშვნელოვანია, ადამიანები დავარწმუნოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინაციის რისკებს“, – განაცხადა სუმია სვამინათანმა.

წაკითხვა 407 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 24 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.