რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს - NATO
NATO რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებთან ადაპტაციას გააგრძელებს, რომელთა შორის საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეებია. ამის შესახებ NATO-ს საბჭოს მინისტერიალის პირველი დღის ბოლოს მიღებულ განცხადებაში აღნიშნული.
"რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს; ტერორიზმი ყველა მის ფორმასა და გამოვლინებაში ყველა ჩვენთაგანისთვის პერმანენტულ საფრთხედ რჩება. ავტორიტარული რეჟიმები სამყაროს მოწყობის წესებისთვის გამოწვევა ხდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, NATO-ში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეკრულობის ცენტრალურ ელემენტად და მნიშვნელოვან საყრდენად ტრანსატლანტიკური პატრნიორობა რჩება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
