ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ინდოეთში კორონავირუსის ახალი, ორმაგად მუტაციური შტამი აღმოაჩინეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამას გარდა, ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც.
ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
