ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ღაზას სექტორში ისრაელის იერიშს, კონფლიქტის გამწვავებიდან დღემდე, სულ 181 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 225 პირი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 52 არასრულწლოვანი და 31 ქალია.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 149 დაღუპულის შესახებ.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის სახლი დაბომბეს.
ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.
11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.
ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
ისრაელში თავდასხმებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
