ლუკაშენკო პუტინს რთულ მდგომარეობაში აყენებს - გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ («The New Yiork Times») სტატიით „ლუკაშენკო პუტინს რთულ მდგომარეობაში აყენებს“ (ავტორი - ანტონ ტროიანოვსკი) ბელორუსში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება (ევროპული სამგზავრო ავიალაინერის იძულებით დაშვების თაობაზე, ოპოზიციონერის დაკავების მიზნით) და წერს, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო ასეთი მოქმედებით ვლადიმერ პუტინთან თავისი რთული დამოკიდებულების ახალი ფაზაზე გადავიდა“.

„ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი კონფლიქტი დასავლეთთან გაამწვავა და ახლა მხარდაჭერას მოსკოვში ეძებს, ვლადიმერ პუტინს კი ახლა, როცა იგი თავის ამერიკელ კოლეგას - ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს, დასავლეთთან კონფრონტაცია არ სჭირდება.

 

მართალია, ლუკაშენკოც და პუტინსაც - ორივეს დასავლეთი, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონთ, მაგრამ მათი ინტერესები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდება. „ბაცკა“ ქვეყანას რკინის მარწუხებში“ ჰყავს მოქცეული და თავის გადარჩენას ცდილობს, პუტინს კი ბელარუსის მიმართ რუსეთის გავლენის გაფართოება სურს, რაც ლუკაშენკოს დასუსტებას გულისხმობს.

 

„ახლა, ივნისში დაგეგმილი სამიტის წინ, პუტინის წინაშე დგება საკითხი - რა მოცულობის პოლიტიკური კაპიტალი უნდა დახარჯოს მან ლუკაშენკოს მხარდასაჭერად, რომელმაც თვითმფრინავის გატაცებით კრემლს მდგომარეობა გაურთულა დასავლეთთან ურთიერთობის აწყობის საქმეში?

 

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან ანტონ ტროიანოვსკისთან რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელი ანდრეი კორტუნოვი ამბობს, ვლადიმერ პუტინს დღეს ამერიკასთან და დასავლეთთან შექმნილი დაძაბული დამოკიდებულების განმუხტვა სჭირდება - კერძოდ იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას უკვე აღარ ხიბლავს პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური ავანტიურები, რუსეთის მოქალაქეებს უფრო ეკონომიკის სტაგნაცია ადარდებთ.

 

წყაროები:

 

https://www.bbc.com/russian/news-57264025

https://www.nytimes.com/2021/05/26/world/europe/putin-lukashenko-belarus-ryanair.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

წაკითხვა 452 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.