Facebook-ის გამოყენება ტრამპს კიდევ ორი წლით შეეზღუდა
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-მა შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.
როიტერის ინფორმაციით, Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპი, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, არ შეცვალა.
სოციალური გიგანტი აცხადებს, რომ გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ტრამპის ქმედებები სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება, რომლიც ახალი სამართლებრივი პროტოკოლის მიხედვით უმაღლეს სასჯელს იმსახურებს.
ტრამპი აცხადებს, რომ Facebook-ის გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს 75 მილიონ ადამიანზე მეტს, რომლებმაც არჩევნებში მას მისცეს ხმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
