"მოსკოვს აქვს ბერკეტები, რომლის დახმარებითაც შეუძლია საქართველოსა და უკრაინას ნატოში ინტეგრაცია თავიდან აიცილოს"

„მოსკოვი და ვაშინგტონი პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მეორე სამიტს ამზადებენ. ჯერჯერობით შეხვედრის თარიღი, ფორმატი და თემატიკა ცნობილი არ არის. ამ თემაზე რუსული გაზეთის „კომერსანტ“-ის (КоммерсантЪ) კორესპონდენტი ელენე ჩერნენკო ესაუბრება ამერიკელ პოლიტოლოგს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს ჯონ მირშაიმერს. ტექსტი გაზეთში გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში მთავარი პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატებია“.

 

ინტერვიუში ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზეც საუბრობს, აშშ-რუსეთის ურთიერთობის ფონზე.   

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

- რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები მეორე სამიტისათვის ემზადებიან. რას ურჩევდით ჯო ბაიდენს მოსკოვთან ურთიერთობის აწყობის მიზნით?

 

- მე მას ვურჩევდი, რომ რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, კარგი იქნება, რომ ჯო ბაიდენს ნატოს გაფართოებაზე ლაპარაკი შეწყვიტოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ამას წინათ მიანიშნა, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ არის დაინტერესებული საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებით. ეს უდიდესი შეცდომაა, რაც გარანტირებულად რუსეთთან კონფრონტაციას გამოიწვევს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჯო ბაიდენმა უნდა უთხრას ვლადიმერ პუტინს, რომ ნატოს გაფართოება დასრულდა, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები არ გახდებიან.

 

უფრო მეტიც: ჯო ბაიდენს შეუძლია მიანიშნოს ვლადიმერ პუტინს ასეთი რამ: მას, აშშ-ის პრეზიდენტს, კარგად ესმის, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები აქვს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მოსკოვისათვის ერთგვარ „უკანა ეზოს“ წარმოადგენს. დღეს ამერიკა ფიქრობს, რომ ამ რეგიონს რუსეთისათვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და რომ რუსეთის შეშფოთება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უსაფუძვლო და მცდარია. ვაშინგტონის ასეთი პოზიცია სასაცილოა. რასაკვირველია, რუსეთი ძალიანაა დაინტერესებული ძალთა ბალანსით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც პირდაპირ მისი კარის ზღურბლთან მდებარეობს. თუ ჯო ბაიდენი ეტყვის ვლადიმერ პუტინს, რომ იგი მხედველობაში იღებს მოსკოვის ინტერესებს, ეს ძალიან კარგ გავლენას მოახდენს ორმხრივ ურთიერთობაზე.

 

სხვათა შორის, მე ვთვლი: თუ ამერიკა მკაფიოდ განაცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არ გახდებიან, ეს თვით ამ ქვეყნებისათვის იქნება სასარგებლო.

 

- ძალიან მეეჭვება, რომ ორივე ქვეყანას ასეთი პერსპექტივა ძალიან გაახარებს...

 

- ეს იმიტომ, რომ ისინი ჯიუტები არიან. საქართველო და უკრაინა ვერ ხვდებიან იმას, რომ ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვერასოდეს ვერ შევლენ და სანამ ორივე მაინც ნატოსკენ ისწრაფვის, მანამ რუსეთი მათ ყოველთვის პრობლემებს შეუქმნის. მოსკოვს აქვს ბერკეტები, რომლის დახმარებით ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრაცია თავიდან აიცილოს. კარგად მესმის, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ძალიან ძნელი იქნება უარი თქვან თავიანთ სწრაფვაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ არასწორი კურსი აქვთ არჩეული.

 

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/5061742

წაკითხვა 305 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.