"რუსეთს შეუძლია დაივიწყოს სპორტული ტურნირები და მსოფლიო კულტურა"
რუსეთს შეუძლია დაივიწყოს სპორტული ტურნირები და მსოფლიო კულტურა, მას მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალი ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისში გაკეთებული ვიდეომიმართვისასა განაცხადა.
„რა შედეგი მოჰყვება ამას რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ გამოჩნდება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა ახლა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი ამოღებულია მაღაზიების თაროებიდან მთელს მსოფლიოში. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ნებისმიერ პერსპექტივას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დედები შვილებს მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ.
,,იფიქრეთ ამ რიცხვზე: თითქმის ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები, ომის ექვსი დღის განმავლობაში. ეს არის მტრის დანაკარგების დათვლის გარეშე ბოლო ღამის განმავლობაში.
ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი - მათთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
