რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე, დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე. დაბომბვების შედეგად, მხოლოდ გასულ დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„სიენენის“ ცნობით, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსული ძალები შევიდნენ ხარკოვში. თუმცა, ქალაქი ამ ეტაპზე უკრაინელების კონტროლქვეშააა.
ქალაქში ღამით, საჰაერო განგაშის სიგნალის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში თავდაცვის შტაბთან აფეთქებების ხმა გაისმა.
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ქვეყანა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
