"ნატო-ს მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების და მრავალი სახის დახმარების საჭიროებას"
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას მიესალმა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„მინისტრო კულება, მოგესალმებით ნატო-ში, ყოველთვის დიდი პატივია თქვენი აქ მიღება. მინდა, დავიწყო იმის გამოხატვით, თუ რამდენად აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, ლიდერობით, როგორც პირადად თქვენი, ასევე უკრაინის მთავრობის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მამაცი შეიარაღებული ძალებით. ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, რაც შთამაგონებელია მთელი მსოფლიოსთვის. როგორც იცით, ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფდნენ უკრაინის მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, წვრთნიდნენ უკრაინელ ჯარებს. ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, რათა დაიცვათ თქვენი უფლება თავდაცვაზე, როგორც ეს გაერო-ს ქარტიაშია გაწერილი. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრების ჩვენ შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ცოტა ხანში დაიწყება. ნატო-ს შტაბბინაში უკვე მივიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. დღევანდელ შეხვედრას ასევე დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. განიხილავენ სამიტის მოლოდინებს და ნატოს 2030-ის კონცეფციას, ისევე, როგორც ასპირანტებისთვის მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯებით გაძლიერებას და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით ევროპაში შეცვლილ უსაფრთხოების არქიტექტურას.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო