აზოვსტალის ქარხანა სრულად განადგურდა - ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები
აზოვის ბატალიონი აცხადებს, რომ აზოვ სტალის ქარხანა დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა.
ბატალიონის ხელმძღვანელი, დენის პროკოპენკო რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან აცხადებს, რომ ქარხანას სუპერ მძიმე ბომბები ესროლეს, ნანგრევების ქვეშ კი ძალიან ბევრი ადამიანია.
ჯარისკაცები ახლა მათ ამოყვანას ცდილობენ.
"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა. მაგრამ მოვუწოდებთ უკრაინას და მსოფლიო ლიდერებს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები". - განაცხადა პროკოპენკომ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
