"რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება, ვორონეჟში რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს"
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება. მტერი აგრძელებს მოძველებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებიდან ამოღებას. ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სლოვიანსკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე, დანაკარგებისა და მარაგების შევსებაზე, ასევე შეტევის განახლებისთვის პირობების შექმნაზე.
„მტერმა განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვა სტუდენოკის, სვიატოჰირსკის, ბოჰოროდიჩნის, კარნაუხივკასა და ვირნოპილიას დასახლებებში. რუსეთის არმიის საავიაციო ძალებმა განაგრძეს შეტევა დოვგენკეს ტერიტორიაზე. დონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს აქტიურ შეტევითი ოპერაციებს, აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების მიმართულებით ცეცხლის გახსნას კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ლიმანის მიმართულებით, მტერი განაგრძობდა ნაღმტყორცნებით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით ოზერნესა და დიბროვას რაიონების დაბომბვას. ის ცდილობს ფეხის მოკიდებას ლიმანის დასახლების ტერიტორიაზე. სევეროდონეცკის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მტერმა ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები სევეროდონეცკის, ოსკოლონივკასა და ტოშკივკას დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიამ დანაკარგები განიცადა და ადრე დაკავებული პოზიციებისკენ დაიხია. მტერი ცდილობს, წარმატება მოიპოვოს ბახმუტის მიმართულებით, მიაღწიოს ჩვენი ჯარების ზურგის მხარეს და მოშალოს ლოჯისტიკა. მტერი ნაღმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს ნაჰირნეს, ვასილივკას, კომიშუვახასა და ვიდროჟენას დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმეგემ არტილერია გამოიყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნოვობაჰმუტივკას, ნოვოსელივკა დრუჰას, ვესელეს, ავდიივკას, პისკის და კრასნოჰორივკას დასახლებებში. საჰაერო დარტყმები მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იაკოვლივკას, ავდიივკას, ვესელისა და კამიანკას ტერიტორიებზე. ნოვოპავლივსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ვრემივკას, პოლტავკას, ჩერვონეს, ჰულიაიპოლეს, ორიხივის, კამიანსკეს და სხვა დასახლებებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად, მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია ნოვოპოლისა და ნოვოდარივკას დასახლებების რაიონებში“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 8 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს 5 ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის 4 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოქმედებების შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგის ტაქტიკური ასეულის ჯგუფი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. ხარკოვის ოლქში კი უკრაინელმა სამხედროებმა „კა-52“ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
