„პუტინი უკრაინისაკენ ბირთვულ მატარებელს გზავნის“ - The Times
ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინი უკრაინისაკენ ბირთვულ მატარებელს გზავნის“ (ავტორები - ლარისა ბრაუნი და ჯორჯ გრილსი).
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემზადება მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბირთვული იარაღის საჩვენებელი გამოცდა მოაწყოს. ამით იგი ასევე მიანიშნებს, რომ მას უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც, როგორც ავტორები ირწმუნებიან, ნატოს სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა.
საერთაშორისო ექსპერტები, რომელსაც ავტორები იმოწმებენ, თვლიან რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, განზრახული აქვს, რომ ბირთვული იარაღი შავი ზღვის თავზე გამოცადოს.
კონრად მუზიკა, პოლონელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სპეცმატარებელი ცენტრალურ რუსეთში მდებარე ბირთვული ობიექტიდან უკვე გავიდა უკრაინისა და შავი ზღვის მიმართულებით (ობიექტი ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოს). კიდევ ერთი სამხედრო წყარო აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს ატომური იარაღის ბრძოლის ველზე გამოყენება, მაშინ იგი დიდი რისკის წინაშე დადგება - „რუსულმა ბირთვულქობინიანმა რაკეტებმა [ან ჭურვებმა] შეიძლება სამიზნე შეიცვალონ და რომელიმე რუსულ ქალაქს დაეცეს, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობენ, მაგალითად, ვთქვათ, ბელგოროდს“.
გარდა ამისა, როგორც გაზეთის პუბლიკაციაშია აღნიშნული, ნატომ თავის წევრებს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომელთა თანახმად, რუსეთს დაგეგმილი აქვს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, კარის ზღვაში, უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოცადოს, რომელსაც ბირთვული ქობინის ზიდვა შეუძლია. ატომურ წყალქვეშა ნავს „ბელგოროდს“ ამჟამად გეზი არქტიკისაკენ აქვს აღებული.
ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორის ენდრიუ ფუტერის თქმით, რომელიც ბირთვული იარაღის სპეციალისტია, ატომურ წყალქვეშა ნავს სხვადასხვა ფუნქციების შესრულება შეუძლია, თუმცა მისი უმთავრესი მიზანი ბირთვული იარაღის სამიზნემდე მიტანაა. პროფესორის აზრით, მატარებლისა და წყალქვეშა ნავის გაგზავნით ვლადიმერ პუტინი დასავლეთს მიანიშნებს, რომ უკრაინის ომში ჩარევა შეწყვიტოს.
ლონდონის გეოსტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ჯეიმს როჯერსის თქმით, რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, იგი არ გამორიცხავს ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული დარტყმის მიყენებას უკრაინის არმიის მიმართ: „იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებას კრემლში, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსები სასოწარკვეთილები არიან... ამასთან, თუ ისინი მაინც გაბედავენ და ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ინდოეთიც და ჩინეთიც კრემლის მოქმედებას დაგმობენ“.
როგორ პასუხს გასცემს დასავლეთი რუსეთს?
ენდრიუ ფუტერის თქმით, „გაუგებარია, ჯერ-ჯერობით დასავლეთს როგორი რეაქცია ექნება. თუ დასავლეთიც ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს, მაშინ ამით „პანდორას ყუთი“ გაიხსნება, დაიწყება ჯაჭვური რეაქცია და საბოლოოდ... ალბათ, ყველამ იცის, რაც მოხდება“.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა