„დასავლეთს რუსეთის დესტაბილიზაცია და ნაწილებად დაყოფა სურს“ - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის მიზანი რუსეთის „ნაწილებად დაყოფაა“.
მისივე თქმით, დასავლეთს რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს არსებობა არ სჭირდება, რადგან სურს, რომ მსოფლიოში თავად დომინირებდეს.
„რაში სჭირდება დასავლეთის ქვეყანა, რომელსაც აქვს გიგანტური ტერიტორია და ყველაზე სერიოზული ბირთვული ფარი? ქვეყანა, რომელიც ამერიკელებსაც არ ემორჩილება? აბსოლუტურად არაფერში. ამიტომ დასავლეთის სურვილი ძალიან მარტივია: პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, ქვეყნის დაყოფა ნაწილებად, თითოეულ ამ ნაწილთან მოლაპარაკება და თითოეული მათგანის დემილიტარიზაცია.
მათ [დასავლეთის ქვეყნებს] არ სურთ ჩვენთან თანაბარი პარტნიორობა, რადგან მათ ეს არ სჭირდებათ. იგივე ეხება ჩინეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცნაირად არასწორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ მთელ მსოფლიოში თავად დომინირებდნენ“, - განაცხადა მედვედევმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
