„რუსეთს უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მეტი იარაღი დასჭირდება“ - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც „მეტი იარაღი დასჭირდება“.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში „ნატოს 3.6 მილიონიან არმიას ებრძვის“.
„ჩვენი სამხედრო-ინდუსტრიული კომპონენტის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა, გვჭირდება რეზერვი მომავლისთვის. ეს აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ დაგვჭირდება მეტი იარაღი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგაც კი.
რუსეთი არ ებრძვის უკრაინას, არც უკრაინის ნახევრად ნაცისტურ რეჟიმს, ჩვენი ქვეყანა ებრძვის ნატოს 3.6 მილიონიან არმიას. ისინი პირდაპირ მონაწილეობენ კონფლიქტში და ამას აღარც მალავენ“, - განაცხადა მედვედევმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
