"პუტინი კიევის ზღურბლზე იყო და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი, წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი საკუთარი დაქირავებულებისგან"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„თუ ამას 16 თვის წინანდელ კონტექსტში დააყენებთ, პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იყო და ცდილობდა რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი, წაეშალა ქვეყანა რუკიდან. ახლა მას მოუწია მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი დაეცვა, საკუთარი დაქირავებულებისგან”, - განუცხადა ბლინკენმა ABC -ს.

 

ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა "პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის".

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არ ფიქრობს, რომ ეს საბოლოო მოქმედება იყო.

”ჩვენ არ გვინახავს საბოლოო მოქმედება. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

რუსეთში ამბოხი პარასკევს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, რუსული ძალები „ვაგნერის“ ჯარების პოზიციების სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებების გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

 

მედია წერს, რომ ამბოხი დასრულდა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი დათანხმდა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ის ბელარუსში უნდა წასულიყო, ხოლო მოსკოვმა გააუქმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდება. კვირას „ვაგნერის“ ჯარებმა რუსეთის სამხრეთ ვორონეჟის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს.

წაკითხვა 244 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.