რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, ვორონეჟის რაიონში „ვაგნერის“ ძალებთან შეტაკების შემდეგ 19 სახლი დაზიანდა
რუსეთის ვორონეჟის რეგიონის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შაბათს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერთან” შეტაკების დროს 19 სახლი დაზიანდა.
„24 ივნისს პავლოვსკის რაიონში, ელიზავეტოვკას მახლობლად მომხდარი შეტაკების შედეგად, როდესაც "ვაგნერის" კოლონა გადიოდა ჩვენს ტერიტორიაზე, სოფელში დაზიანდა 19 სახლი“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ იანცოვმა.
იანცოვმა პირობა დადო, რომ დაზარალებულებს დაეხმარა.
”ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ”, - აღნიშნა მან.
მან მადლობა გადაუხადა რეგიონის მცხოვრებლებს „გამძლეობისთვის“ შაბათის მოვლენების შემდეგ, რეგიონში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
