"მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოს წევრობაზე"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეკითხვას, რომელიც თავისი ქვეყნის შესაძლო ტერიტორიულ დათმობებს შეეხებოდა ნატოში წევრობის სანაცვლოდ, უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა, გაცვალოს მხოლოდ რუსული ქალაქი ბელგოროდი.
შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სკრიდსტრუპის ავიაბაზაში ვიზიტის დროს.
ზელენსკი 20 აგვისტოს ნიდერლანდში სტუმრობის შემდეგ ეწვია დანიას. ნიდერლანდში ასევე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მან გამორიცხა უკრაინის ტერიტორიებზე რაიმეს „გაცვლის“ შესაძლებლობა.
ნიდერლანდში ყოფნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა: „მე და მარკ რუტე (ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი) შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ გადაეცემა. 42 თვითმფრინავი.“
კვირის დასაწყისში ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინას შეუძლია დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი და ამის სანაცვლოდ ქვეყანა მიიღებს რეალური შანსს, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ოფიციალური პირის განცხადებამ უკრაინაში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შემდეგ, იენსენმა თავის სიტყვებს "შეცდომა" უწოდა და განმარტა, რომ ისინი წარმოთქმული იყო "ფართო დისკუსიის შესაძლო სამომავლო სცენარების შესახებ".
არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა განაცხადა ბოლო დროს, რომ უკრაინა ვერ მოახერხებს გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები ბრძოლის გზით და რომ კრემლთან მოლაპარაკება გარდაუვალია.
კიევი უარყოფითად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონს, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, და ქალაქ ბელგოროდს რეგულარულად ბომბავენ უკრაინის არმია, ე.წ. მოხალისეთა კორპუსის და ლეგიონ "რუსეთის თავისუფლების" მებრძოლები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს. მათ რამდენიმე რეიდი განახორციელეს რეგიონში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ბელგოროდის რეგიონის მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაცვის თხოვნით.
ამავდროულად, რეგიონული ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს, ხოლო თავად ბელგოროდში გაიხსნა მიგრანტების დროებითი განსახლების ცენტრები.
უკრაინას ტერიტორიული პრეტენზია არ წაუყენებია რუსეთისთვის. კიევი მხოლოდ აღნიშნავს, რომ მისი მიზანია ტერიტორიის აღდგენა საბჭოთა კავშირის დაშლის დროინდელ საზღვრებში.
ამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიხედვით, ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი, რომელთა ანექსია მოახდინა მოსკოვმა, უკრაინას, ხოლო ბელგოროდის რეგიონი რუსეთს ეკუთვნის.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
