“კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
„კვლევების გარეშეც, ჩვენ რომ შევხედოთ სხვა ნაწილს, დღეს უკვე დასრულდა რეგისტრაცია, მათ შორის, კომისიებში წევრების დასახელება და ა.შ. ვნახეთ, გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება, რომ დაესახელებინა,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ.
„კვლევას რომ თავი დავანებოთ, ესეც ხომ აჩვენებს, რომ არათუ მხარდამჭერები ჰყავთ ნაკლები, ვერ პოულობენ ადამიანს, რომელიც წავა ამ ნაბიჯზე, რომ გახარიას და „ლელოს“ პარტიის სახე იყვნენ. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვაქვს „ლელოსთან“ საქმე, რომელიც არის თაღლითობის მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. იცით, თავად ხაზარაძემ აღიარა, რომ ანაკლიის საქმის გამო შექმნა ეს პარტია და მოვიდა პოლიტიკაში. დღეს ყველამ ვიცით დადასტურებით, ყველა ინსტანციით და ყველა საერთაშორისო არბიტრაჟით, რომ ეს იყო თაღლითობა, რასაც ისინი აპირებდნენ ანაკლიაში და როგორ აპირებდნენ, რომ საქართველოს ბიუჯეტის თითქმის 15 პროცენტი ჯიბეში ჩაედოთ. ამ მიზნისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 15 პროცენტამდე ჯიბეში ჩაედოთ, შექმნეს თაღლითური პარტია „ლელო“.
მეორე, გახარია, რომელიც დაფუძნებულია სრულიად ღალატზე. ეს ადამიანი არის ქრონიკული მოღალატე. ჯერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, გახსოვთ თქვენ, რომ უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გაიქცა, ახლა თავის პარტიასაც გაექცა და არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი. შესაბამისად, რეიტინგებშიც ეს ყველაფერი არის ასახული. ხალხი ამას ხედავს. ხედავს, რომ არის მცირე ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ღამე დაიარებიან და ძალადობენ. იმიტომაც ძალადობენ, რომ ისინი თავად ხვდებიან, ცოტანი არიან და ექსტრემისტები არიან. ასე, რომ ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებშიც და რაც მთავარია, 4 ოქტომბერს ყველა დაინახავს ამას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე
- ვარენიკი კარტოფილითა და ყველით