"არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სწორია" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ მინისტრებს (სხვა სახელმწიფოების) ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა,“ - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ამიტომ „ასეთი ქვეყნის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან პოზიტიურად ურთიერთობას“, - განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
