"ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა" - ანდრეი იუსოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო და ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა.
„ზუსტ ციფრს არ დავასახელებ და სანამ გაცვლა არ მოხდება, მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში. ფაქტობრივად, ეს უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, საიუბილეო - 50-ე გაცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შედგა“, - განაცხადა იუსოვმა.
რუსული მხარის მიერ „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო „სიებთან“ დაკავშირებით, იუსოვმა აღნიშნა, რომ ხდება ინფორმაციის შესწავლა ყველა წყაროდან და ასევე არის კომუნიკაცია ტყვეების ოჯახებთან.
„სიები, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული წყაროების საშუალებით ჩნდება, ჩნდება რეაქციის შესამოწმებლად, რეაქციის გამოწვევის მიზნით. ჩვენ მათზე კომენტარს არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის კონკრეტულ მიზეზებს, ღია საერთაშორისო კომისიის შექმნის მოთხოვნა ლოგიკური და გამართლებულია.
„ახლა, როგორც ვიცით, რუსეთი უარს ამბობს ასეთი კომისიის შექმნის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
