"სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა - ფაშიზმი უნდა განადგურდეს" - ილჰამ ალიევი
სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში „ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები“ მართავდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაც თავიანთი მსგავსი შექმნეს.
„ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ალიევმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ოქტომბრისთვის
- ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- "აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად" - მიხეილ სააკაშვილი
- ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა