"მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია" - სერგეი ლავროვი
მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეხედეთ, რა სისასტიკეს სჩადიან ტერიტორიებზე და გინდათ, რომ მოლაპარაკებების დროს გარკვეული აზრი არსებობდეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა ჯერ კიდევ აუცილებელია? როგორ უნდა დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? თუ მხოლოდ იშვიათი ლითონებით?“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ტერიტორიული დათმობები იმის შესახებ, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ გააკეთა, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა“.
სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა.
„აშშ-ის სიტუაციის მოგვარების მიზნით დახმარება შეუძლია და ჩვენ არც ვმალავთ, რომ ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინის კრიზისის დაწყების დღიდან აშშ მთავარ როლს თამაშობს. არ ვიცი მათ (ევროპულმა ქვეყნებმა) მოლაპარაკებების მაგიდასთან რა უნდა გააკეთონ. თუ ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ ეშმაკური იდეების წამოყენებას აპირებენ, როგორც ეს მათ სჩვევიათ და მხედველობაში ომის გაგრძელება აქვთ, მაშინ რატომ უნდა მოიწვიონ ისინი?“, - აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
