"ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო, ყველა დამნაშავეა" - დონალდ ტრამპი
არ ვიცი ზელენსკი კომპეტენტურია თუ არა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეცდომა ომის დაშვება იყო. ბაიდენი რომ კომპეტენტური ყოფილიყო, ზელენსკი რომ კომპეტენტური იყოს და არ ვიცი, არის თუ არა. ჩვენ მძიმე სესია გვქონდა ამ ბიჭთან და ის უფრო და უფრო მეტს ითხოვდა. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ოთხი წლის განმავლობაში პუტინს ეს საკითხი არც კი დაუყენებია. როგორც კი არჩევნები გაყალბდა და მე აქ აღარ ვიყავი, ეს ომიც დაიწყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო. ყველა დამნაშავეა. სამი ადამიანის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა. პუტინი ნომერ პირველი, ნომერი ორი ბაიდენი და შემდეგ ზელენსკი“.
„ის (ზელენსკი) ყოველთვის რაკეტების შეძენას ცდილობს. როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია. ომს იმის წინააღმდეგ არ იწყებ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგცემს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
