“პუტინი მე პატივს მცემს, მე მჯერა, რომ ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს” - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს მთელი უკრაინის მიტაცება, თუმცა, მის მიმართ „პატივისცემის“ გამო, ის ამას ვერ შეძლებს.
შეერთებული შტატების ლიდერმა ეს განცხადებები რამდენიმე დღეში გააკეთა მას შემდეგ, რაც რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, პუტინის განზრახვებში ეჭვი შეიტანა.
„პუტინი მე პატივს მცემს. მე მჯერა, რომ ის მთელ უკრაინას არ დაიპყრობს. მაგრამ მისი გადაწყვეტილება, არჩევანი, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა იქნებოდა. მისი ოცნება იყო მთელი ქვეყნის დაპყრობა. ვფიქრობ, რომ, ჩემი დამსახურებით, ის ამას ვეღარ შეძლებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინს ომის დასრულება სურს, მაგრამ შესაძლოა სამშვიდობო პროცესი გადაიდოს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
