„სასურველია რომ ომი ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გაძლიერდეს.
„სასურველია, რომ ომი დასრულდეს პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში. მე იმედი მაქვს მისი დახმარების. იმედი მაქვს შეერთებული შტატების გავლენის. ეს არის ის, რაც დაგვეხმარება. საჭიროა სანქციები. საჭიროა დიპლომატია. საჭიროა უსაფრთხოება“, – დასძინა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
