მარსელში ტყის ხანძარს ებრძვიან – დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 9 მეხანძრე
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოს ქალაქთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 168 მეხანძრე იყო მობილიზებული.
როგორც ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის 700 ჰექტარი მიწა დაიწვა და 10-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
ადგილობრივი პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის თქმით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის მარსელ პროვანსის დახურვა გახდა საჭირო.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები მუშაობენ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
