„თუ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები აშშ-ს აშფოთებს, რუსეთი ყველაფერში მართალია“ - მედვედევი ტრამპს პასუხობს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ვაშინგტონში ნერვულ რეაქციას იწვევს, ეს რუსეთის პოზიციის სისწორეზე მიუთითებს.
„თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა ძლევამოსილ ამერიკელ ლიდერს აშფოთებს, მაშინ, უდავოდ, რუსეთი ყველაფერში მართალია”, — დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელში.
მედვედევის პოსტს წინ უძღოდა ტრამპის მანამდე გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის მედვედევს სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდებდა და მის ტონალობას მწვავედ აკრიტიკებდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
როგორც მედია წერს, მედვედევი, რომელიც დასავლეთის მიმართ მწვავე განცხადებებით არის ცნობილი, ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს აშშ-ის პოლიტიკას უკრაინის ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე.
სიახლეები
- სარფში მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომანქანაში დამალული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აგვისტოსათვის
- 100-ს გადააჭარბა კიევზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა, დაღუპულია სულ მცირე 8
- “პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” - შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
- “სახელმწიფომ მათ არაერთხელ გადაუვადა პროექტის განხორციელების ვადები” - გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტზე